ერბი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ერბი (Erb) ელკე (დ. 18. II. 1938, შერბახ-აიფელი), გერმანელი მწერალი ქალი. მისი პირველი წიგნი ექსპერტიზა. პოეზია და პროზა, ლექსები და მინიატიურები სხვა ნაწარმოებებთან ერთად შეიცავს საქართვ. თემაზე დაწერილ შემდეგ მინიატიურებს: სულხან-საბა ორბელიანი და მისი დრო (თავდაპირველად დაერთო ს.-ს. ორბელიანის სიბრძნე-სიცრუისას გერმ. თარგმანს 1973, მთარგმნელი ჰ. ფენრიხი), პოეტის ქვეყანაში (1970–74 დაწერილი ნარკვევები ი. გრიშაშვილისა და ძვ. თბილისის შესახებ), ჩვენი ყოფნა უცხო ქვეყანაში – საქართველოში (1974). ე-მა გამოსცა და ნარკვევიც დაურთო ს. ჩიქოვანის ლექსების ჭადრების ორნამენტის გერმ. თარგმანს (1970). ნ. კაკაბაძე.

მოძიებულია „http://georgianencyclopedia.ge/index.php?title=ერბი&oldid=10914-დან“