ერგე

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ერგე, ხევი ჭოროხის ქვემოწელზე, სოფელ კახაბრის სამხრეთ-აღმოსავლეთით (მდინარის მარჯვ. ნაპირზე). ტოპონიმი ე. და მისი ნაირსახეობანი (ერკე, ორკე, ერგეტა და სხვა) წარსულში დადასტურებულია ზანების (კოლხების) გავრცელების რეგიონებში. კეთილი და მშვენი ჰავის ამ ხეობაში, მისი მეზობელი მხარეების მსგავსად ყოველ მარცვალთა გვერდით ნარინჯოვნებიც ხარობდა: „და ბათომს, გონიასა და ერგეს ნარინჯი, თურინჯი, ლიმო, ზეთისხილი, ბროწეული მრავალი, – წერდა ვახუშტი ბაგრატიონი. როგორც მოპოვებული არქეოლ. ძეგლებით ირკვევა, მთელი ეს ხეობა ადრე აუთვისებია ადამიანს. XVIII ს. 20-იანი წლებიდან რუსეთ-ოსმალეთის (1877–78) ომამდე ე-ს ხევი ოსმალთა მფლობელობაში იყო, ხოლო შემდეგ ბათუმის ოლქში შევიდა. დღეს იგი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის (აჭარის არ) ტერიტორიაზეა. წყარო: ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, თბ., 1973. ლიტ.: სიხარულიძე ი., სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ტოპონიმიკა, წგ. 2, ბათ., 1959; მისივე, აჭარის მატერიალური კულტურის ძეგლები, ბათ., 1962. ი. სიხარულიძე.

მოძიებულია „http://georgianencyclopedia.ge/index.php?title=ერგე&oldid=10915-დან“