ერგემლიძე

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ერგემლიძე ნუგზარ ოთარის ძე (დ. 1. V. 1955, ბათუმი), მხატვარი, მუსიკოსი. დაამთავრა თბილ. სახელმწ. სამხატვრო აკად. დიზაინის ფაკ-ტი (1978). აკად. დამთავრების შემდეგ მუშაობდა მხატვარ-კონსტრუქტორად (1978–80). იყო ანსამბლ 75-ის წევრი (1981), საქართვ. ტელე-რადიომაუწყებლობის სახელმწ. კომიტეტის რედაქტორი (1982–2004), აჭარის არ ტელევიზიის მუს. გადაცემების პროდიუსერი (2006–07). ავტორია მრავალი სიმღერისა (თუკი გესიზმრები, ბაკურიანი, თოვლი მოდის და სხვ.), აგრეთვე, ორი რომანისა და ლექსების კრებულისა. გამართული აქვს 3 პერსონალური გამოფენა: თბილისში (მხატვრის სახლი, 1986), ქუთაისში (1986), ბათუმში (1987). არის რამდენიმე მუს. კონკურსის გამარჯვებული. საქართვ. პარლამენტის წევრი (2008–12).