ერგეს განძი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ერგეს განძი, ბრინჯაოს ხანის 3 განძი. აღმოჩენილია სოფ. ერგეში (ხელვაჩაური): 1. ძვ. წ. XVII–XV სს. ბრინჯაოს 10 კოლხური ცული (ნაპოვნია 1936); 2. ძვ. წ. XV–XIV სს. ბრინჯაოს ცული და ზოდების ნატეხები (აღმოჩენილია 1960 სოფ. ზემო ჯოჭოს უბანში); 3. ძვ. წ. XI–X სს. ბრინჯაოს 2 ცული, 2 წალდი, 4 თოხი და ზოდები (ნაპოვნია 1960 ეკალაურის უბანში). ნივთები დაცულია აჭარის ხ. ახვლედიანის სახ. მუზეუმში. ლიტ. იხ. სტ-თან ერგე. ა. რამიშვილი. ლ. ფანცხავა.

ერგეს განძი1 ბრინჯაოს ცულები.png