ერგილემისი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ერგილემისი ((Ergilemys), ხმელეთის კუს (ოჯახი Testudinidae) ერთ-ერთი გადაშენებული გვარი. ფართოდ იყო გავრცელებული პალეარქტიკის სამხრ. ზოლში ზედა ეოცენში და ოლიგოცენში. ე. გიგანტური ქვეწარმავალია. მისი გადაშენება გამოიწვია ჰავის შეცვლამ. გვარი აერთიანებს ათიოდე სახეობას. 1960 სამხრ. საქართველოში ვ. ჩხიკვაძემ იპოვა ერთ-ერთი სახეობის – მესხეთის ე-ის (E. meschethica) ჩონჩხის ნაშთები, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ეს გიგანტური კუ გვიანდ. ოლიგოცენში ბინადრობდა ამ რეგიონის სავანის ტიპის ლანდშაფტებში. ვ. ჩხიკვაძე. ა. ვეკუა.