ერგნეთი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ერგნეთი, სოფელი გორის მუნიციპალიტეტის ტირძნისის თემში (შიდა ქართლის მხარე), ტირიფონის ვაკეზე (შიდა ქართლის ვაკის ჩრდ. ნაწილი), მდ. ლიახვის მარცხ. ნაპირას. ზ. დ. 840 , გორიდან 28 კმ. 639 მცხ. (2002). ე. მოხსენიებულია 1451 საბუთში, რ-ის თანახმად ამირეჯიბმა რამინ გაბელისძემ იქ მცხოვრები ჯოხაძე თავისი მამულით სვეტიცხოველს შესწირა. ე-ს მოიხსენიებს ასევე ვახუშტი ბატონიშვილი (XVIII ს.) ლიახვის ხეობის სოფელთა სიაში. 1865 ე. თავისი 17 ქართ. კომლით გორის მაზრის მეღვრეკისის სასოფლო თემში შედიოდა. ჯ. გვასალია.