ერგნელი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ერგნელი.png

ერგნელი (ნამდვ. გვარი – ხერხეულიძე-ყიასაშვილი) მერი (მარიამ) ალექსანდრეს ასული (21.V. 1906, თბილისი, – 19. V. 1991, იქვე), მსახიობი. საქართვ. სახ. არტისტი (1979). 1922–25 სწავლობდა საქართვ. პროლეტკულტის დრამ. სტუდიაში, პარალელურად 1924-იდან იყო თბილისის „წითელი თეატრის მსახიობი, 1926–27 – თბილ. მუშათა თეატრის, 1927–28 – ქუთ. თეატრის მსახიობი, ხოლო 1928-იდან სიცოცხლის ბოლომდე მოღვაწეობდა თბილ. მოზარდ მაყურებელთა ქართ. თეატრში. იყო ამ თეატრის ერთ-ერთი დამაარსებელი. უპირატესად ასრულებდა სახასიათო როლებს. ე-ის მიერ უშუალობითა და განსაკუთრებული ტემპერამენტით განსახიერებული როლებია: ფრაუ ბიუცნერი (ნ. საცის „ფრიც ბაუერი), კლორიდა (ი. ზაიაიცკის „რობინ ჰუდი), კაწაწა (გ. ნახუცრიშვილის „კომბლე“), კუკუშკინა (ა. ოსტროვსკის „შემოსავლიანი ადგილი“), ლედი კაპულეტი (უ. შექსპირის „რომეო და ჯულიეტა“) და სხვ. ლიტ.: ღვინიაშვილი ა., მოზარდ მაყურებელთა ქართული თეატრი, თბ., 1956. შ. ცუცქირიძე.


მ ე რ გ ნ ე ლ ი კუკუშკინა ა ოსტროვსკის შემოსავლიანი ადგილი.png