ერდოიანი სახლი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ერდოიანი სახლი.jpg

ერდოიანი სახლი, ქართული ხალხური საცხოვრებელი სახლის სახეობა, რ-ის სახურავში, შუა ცეცხლის თავზე მოწყობილი იყო ღიობი (ერდო), რ-იც საკვამურისა და სარკმლის დანიშნულებას ასრულებდა. სხვადასხვა ვარიაციებით ე. ს. გავრცელებული იყო ქვემო და შიდა ქართლში, მესხეთ-ჯავახეთსა და თრიალეთში. ჩვეულებრივ ნაგები იყო ქვითა და ტალახით. მკაცრ კლიმ. რეგიონებში მიწაში ღრმად იყო ჩასული. ბანი გადახურული იყო ხის კონსტრუქციებით, ხოლო სახურავი დაფარული იყო თიხატკეპნილით. იხ. დარბაზული სახლი.