ერედვის მუნიციპალიტეტი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ერედვის მუნიციპალიტეტი, დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული აღმოსავლეთ საქართველოში, გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე (შიდა ქართლის მხარე). შეიქმნა საქართვ. პრეზიდენტის 2007 წლის 10 მაისის N296 ბრძანებულებით. ე. მ-ში შევიდა არცევის, ბელოთის, ერედვის, ვანათის, ქსუისის ტერიტორიული ორგანოები 96 სოფლით. მუნიციპალიტეტის ცენტრია სოფ. ერედვი.