ერეთო

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ერეთა, სოფელი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბორითის თემში (იმერეთის მხარე), მდ. დუმალის (ძირულის მარჯვ. შენაკადი) ნაპირზე. ზ. დ. 520 , ხარაგაულიდან 35 კმ, ძირულიდან (უახლოესი რკინიგზის სადგ.) 24 კმ. 87 მცხ. (2002). ერეთისკარი (ყოფ. ივანოვკა), სოფელი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში. იხ. ჰერეთისკარი. ერეთო, სოფელი ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გუდაურის თემში (მცხეთა-მთიანეთის მხარე), მდ. მთიულეთის არაგვის მარჯვ. მხარეს. ზ. დ. 1960 , სტეფანწმინდიდან 53 კმ. 2002 აღწერით მუდმივი მოსახლ. არ არის. 1865 ე. შედიოდა მთიანი ოლქის ქვემო მლეთის სასოფლო თემში და ცხოვრობდა 14 კომლი. სოფელში შემორჩენილია შუა საუკუნეების ციხესიმაგრის ნანგრევები.