ერთაწმინდელი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ერთაწმინდელი (ნამდვ. გვარი – ბატკუაშვილი) სეზმან ალექსის ძე (25. XI. 1890, სოფ. ერთაწმინდა, ახლანდ. კასპის მუნიციპალიტეტი, – 24. VI. 1944, თბილისი; დაკრძალულია ერთაწმინდაში), მწერალი. პირველი ლექსი გამოაქვეყნა 1910 გაზ. “სინათლეში”. ქართ. ლიტ-რაში უმთავრესად მცირე ზომის პიესებით დაიმკვიდრა ადგილი. მისი ნაწარმოებები (“სიკვდილი ჩრდილოეთში”, 1911; “ლურჯხალათიანი”, 1912; “დაჭრილი ორბი”, 1913) ხელს უწყობდა რევ. იდეების გავრცელებას. პოპულარული იყო ე-ის ყოფითი დრამა “წარსულის ნანგრევებზე” (1913). 1921–27 ე. წითელ არმიაში მსახურობდა და ლიტ. და დრამ. წრეებს ხელმძღვანელობდა. 1925 სცენისმოყვარეთა დასის “ლურჯი ხალათის” დაარსების ერთ-ერთი ინიციატორი იყო. დასმა წარმოადგინა მისი აგიტსატირული პიესები: “ვირტაჭი”, “რეჟიმეკონომია”, “ცეკვა ბებუთით” და სხვ. ე-ს ეკუთვნის პიესების კრებულები: “პატარა პიესები” (1929), “ზღვის ორბები” (1934); ლექსთა კრებ. “პოეტი-არწივი” (1920); მოთხრობების კრებულები: “გველების ქარავანი” (1934), “ინდიანა” (1935), “უშიშარი ვანო” (1960); “მოთხრობები და ლექსები” (1960) და სხვ. ლიტ.: გაჩეჩილაძე მ., სეზმან ერთაწმინდელი, «საბჭოთა ხელოვნება», 1966, #12. ლ. ავალიანი.