ერთაწმინდობა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ერთაწმინდობა, რელიგიური დღესასწაული. იმართება 3 ოქტომბერს (ძვ. სტ. 20 სექტემბერი) შიდა ქართლის სოფ. ერთაწმინდაში (ახლანდ. კასპის მუნიციპალიტეტი), წმ. ესტატეს ეკლესიასთან. დღესასწაულზე სწირავენ მსხვერპლს, იმართება ლხინი, ჭიდაობა. აქვეა დაკრძალული პაატა სააკაძის ნეშტი. ლიტ.: Иоселиани П., Жизнь Великого Моурава, князя Георгия Саакадзе.., Тфл., 1848.