ერიაშვილი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ერიაშვილი ვაჟა მიხეილის ძე (დ. 2. IX. 1939, თბილისი), ფარმაცევტი. ფარმაციის მეცნ. დოქტორი (1992), პროფესორი (1995). 1966 დაამთავრა თბილისის სახელმწ. სამედ. ინ-ტის (თსსი) ფარმაციის ფაკ-ტი; 1966–68 მუშაობდა ი. ქუთათელაძის სახ. ფარმაკოქიმიის ინ-ტში. 1968–78 – პერინატალური მედ. და მეანობა-გინეკოლოგიის სამეცნ.-კვლ. ინ-ტში სხვადასხვა თანამდებობებზე. ე-ის ხელმძღვანელობით ამავე ინ-ტში ჩამოყალიბდა ბიოფარმაციის – სამეცნ.-კვლ. ლაბორატორია, რ-იც 1989 გადაკეთდა ბიოფარმაციის სამედ. ცენტრად. პარალელურად, 1978–93, იყო თსსი-ის წამალთა ტექნოლ. კათედრის თანამშრომელი; 1997-იდან კი თსსი-ის სოც. და კლინ. ფარმაციის კათედრის, შემდეგ – დეპარტამენტის ხელმძღვანელი. არის საქართვ. სამედ.-სოც. მეცნ. აკად. წევრი (1998); ინტერკონტინენტური სამედ.-სოც. მეცნ. აკადემიის – OGASH (Organization gestosis affiliated and sponsored hospitals) საპატიო აკადემიკოსი (2006). ე-ს სამეცნ. მუშაობის ძირითადი სფეროა წამალთა ტექნოლოგია – ბიოფარმაცევტული, ფარმაკოკინეტიკური და ფარმაკოდინამიკური გამოკვლევებით. არის სამეცნ. შრომების, მ. შ. 32 მეთოდური რეკომენდაციისა და 3 სახელმძღვანელოს ავტორი. თხზ.: სოციალური ფარმაცია, თბ., 2001; ფარმაცევტული ბიზნესის საფუძვლები, თბ., 2006; ფარმაცევტული მარკეტინგის საფუძვლები, თბ., 2009.