ერისთავების სახლ-მუზეუმი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გიორგი და დავით ერისთავების სახლ მუზეუმი.jpg

ერისთავების სახლ-მუზეუმი, გიორგი და დავით ერისთავებისა, დაარსდა 1960 შ. დადიანის, გ. ლეონიძის, აგრეთვე დ. გ. ერისთავის ასულის, ელისაბედის ინიციატივით ქსნის ხეობის ერისთავების სასახლეში. სამსართულიანი შენობის I სართული (მარანი) აშენებულია XVI–XVII სს-ში, II – XVII–XVIII სს-ში, III – XIX ს-ში. 1930-მდე სასახლეში ცხოვრობდა დ. გ. ერისთავის ოჯახი, რ-ის გასახლების შემდეგ შენობა გადაეცა სოფ. ოძისის კოლმეურნეობას. 1960 მოეწყო პირველი ექსპოზიცია, სადაც გამოფენილი იყო მემორიალური და ერისთავების საგვარეულო ნივთები, აგრეთვე ორივე დრამატურგის შემოქმედების ამსახველი მასალები. გ. ბასილაშვილი.