ერისთავი გიორგი (კიაზო)

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ერისთავი გიორგი (კიაზო) გიორგის ძე (11. XI. 1824, სოფ. ქისტაური, ახლანდ. ახმეტის მუნიციპალიტეტი, – 19. XII. 1909, იქვე), რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-ლეიტენანტი (1889), არაგვის ერისთავთა საგვარეულოდან. სამხ. სამსახურში იყო 1846-იდან. მონაწილეობდა ყირიმის ომში (1853–56) როგორც გურიის რაზმის ოფიცერი, 1858-იდან მსახურობდა კავკ. სამხ. ოლქის ჯარებში. 1870-იდან მეთაურობდა თერგის კაზაკთა ჯარის მოზდოკის პოლკს. იმავე წელს მიენიჭა გენ.-მაიორის წოდება. მონაწილეობდა რუსეთ-ოსმალეთის (1877–78) ომში. დაჯილდოებულია წმ. გიორგის და წმ. ვლადიმირის სხვადასხვა ხარისხის ორდენებით. გ. გოგიტიძე.