ერისთავი დავით ესტატეს

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ერისთავი დავით ესტატეს ძე (3. VI. 1842, სოფ. მეჯვრისხევი, ახლანდ. გორის მუნიციპალიტეტი, – 2. VII. 1910, სანქტ-პეტერბურგი), რუსეთის იმპერიის არმიის კავალერიის გენერალი (1906). მსახურობდა კიევის ჰუსართა (1862) და მისი უდიდებულესობის ლაიბგვარდიის ჰუსართა (1864) პოლკებში. 1875-იდან – პოლკოვნიკი. მეთაურობდა ყუბანის კაზაკთა ჯარის პოლტავის ცხენოსანთა პოლკს (1876-იდან). მონაწილეობდა რუსეთ-ოსმალეთის ომში (1877–78). 1886 მიენიჭა გენ.-მ. წოდება და დაინიშნა მე-6 საკავალერიო დივიზიის II ბრიგადის მეთაურად. 1891 მიიღო გენ.-ლ. ჩინი და მეთაურობდა მე-13 საკავალერიო დივიზიის II ბრიგადას. 1895-იდან მეთაურობდა მე-5 საკავალერიო დივიზიას. დაჯილდოებულია ოქროს ხმლით, წმ. ანას (I, II) და წმ. სტანისლავის (I, II), თეთრი არწივის, წმ. გიორგის, წმ. ვლადიმირის სხვადასხვა ხარისხის, სპარსეთის ლომისა და მზის I ხარისხის ორდენებით, აგრეთვე იმპერატორ ალექსანდრე II-ის ვენზელით. დაკრძალულია სანქტ-პეტერბურგის ნოვოდევიჩის მონასტერში. ო. ჟორდანია.