ერისთავი ელენე

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ე შ ერისთავი.png

ერისთავი ელენე შალვას ასული (9. IX. 1897, თბილისი, – 27. I. 1990, იქვე), პირველი ქართველი სელექციონერი ქალი. 1916 დაამთავრა თბილ. ვ. ლევანდოვსკის კერძო გიმნაზია, 1923 – თბილ. სახელმწ. პოლიტექნიკური ინ-ტის სას.-სამ. ფაკულტეტი. 1932–36 იყო სკრის (გორი) მეხილეობის საცდელი სადგურის ხეხილოვანი კულტურების სელექციის განყ-ბის გამგე, 1938–56 – დირექტორის მოადგილე სამეცნ. ნაწილში (იქვე). 1941–47 საქართვ. სას.-სამ. ინ-ტის მეხილეობის კათედრაზე ეწეოდა სამეცნ.-პედ. მოღვაწეობას. 1956–73 ხელმძღვანელობდა მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნ.-კვლ. ინ-ტის ხეხილოვანი კულტურების სელექციისა და ჯიშთმცოდნეობის განყ-ბას. ე-ის თაოსნობით ჰიბრიდიზაციისა და ინტროდუქციის შედეგად მიღებული, შესწავლილი და წარმოებაში დანერგილია თესლოვანი, კურკოვანი და კენკროვანი კულტურების მაღალხარისხოვანი ჯიშები, გამდიდრებულია საქართვ. ხეხილოვანი კულტურების ასორტიმენტი. ე-მა გამოიყვანა ატმის ახ. ჯიშები: სანდო, პიონერი, გორული საადრეო, ერისთავის ვარდისფერი, ნობათი. იყო მრავალი სამეცნ. ნაშრომის ავტორი. მიღებული აქვს ნ. ვავილოვის სახ. მედალი (1987). თხზ.: ხომიზურაშვილი ნ., ერისთავი ე., საქართველოს ხილი, ტ. 1–2, თბ., 1939–41