ერისთავი ელისაბედ ელიზბარი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ერისთავი ელისაბედ ელიზბარის ასული (1864–1949), ჟურნალისტი, მწერალი-მემუარისტი, საზოგადო მოღვაწე, ე. შ. ერისთავის შვილი. იყო ჟურნ. “ნაკადულის” (1904–27; მცირეწლოვანთათვის) ერთ-ერთი დამაარსებელი და პირველი რედაქტორი (1904–05; ნ. ზურაბიშვილთან ერთად). მისი მოგონებები (დაცულია გ. ლეონიძის ქართ. ლიტერატურის სახელმწ. მუზეუმში) შეიცავს უაღრესად საინტერესო მასალას XIX ს. II ნახევრისა და XX ს. I მეოთხედის ქართ. არისტოკრატიის, საზ. და კულტ.-სალიტ. ცხოვრების შესახებ. თხზ.: მოგონება მამაზე, კრ.: ელიზბარ ერისთავი. შემდგენელ-რედაქტორი რ. ჩხეიძე, თბ., 1997. თ. ჯოლოგუა.