ერისთავი კონსტანტინე ბიძინა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ერისთავი კონსტანტინე ბიძინას ძე (23. V. 1836, სოფ. კარალეთი, ახლანდ. გორის მუნიციპალიტეტი, – 2. V. 1897, გორი), რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-მაიორი (1877), ქსნის ერისთავთა საგვარეულოდან. გენერლების მ. ბ. ერისთავისა და ნ. ბ. ერისთავის ძმა. მონაწილეობდა ყირიმისა (1853–56) და რუსეთ-ოსმალეთის (1877–78) ომებში. მეთაურობდა კავკასიის I მსროლელთა რაზმს, გორის სარეზერვო პოლკს და გორის მაზრის ყველა საჯარისო ნაწილს, იყო გორის ქალთა გიმნაზიის საპატიო მეურვე. დაჯილდოებულია წმ. სტანისლავის I ხარისხის ორდენით. მ.გოგიტიძე.