ერისთავი ნიკოლოზ

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ერისთავი ნიკოლოზ ბიძინას ძე (1. I. 1831, სოფ. კარალეთი, ახლანდ. გორის მუნიციპალიტეტი, – 18. IV. 1912, თბილისი), რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-ლეიტენანტი (1912). ქსნის ერისთავთა საგვარეულოდან, გენერლების ა. ნ. ერისთავისა და გ. ნ. ერისთავის მამა. გენერლების მ. ბ. ერისთავისა და კ. ბ. ერისთავის ძმა. მონაწილეობდა ყირიმისა (1853–56) და რუსეთ-ოსმალეთის (1877–78) ომებში. 1867 იყო თერგის ოლქის ჩაჩნეთის ოკრუგის, 1874 – იმავე ოლქის გროზნოს ოკრუგის უფროსი, 1878 – ბათუმის ოლქის სამხ. გუბერნატორის თანაშემწე, 1883 – ქუთაისის სამხ. გუბერნატორის თანაშემწე, ბათუმის გარნიზონის უფროსი. 1884 მიენიჭა გენ.-მაიორის წოდება. დაჯილდოებულია ოქროს ხმლით, წმ. ანას (I, II), წმ. სტანისლავის (I, II), წმ. ვლადიმირის სხვადასხვა ხარისხის ორდენებით, აგრეთვე თურქ. მეჯიდიეს, სპარსეთის ლომისა და მზის და ბუხარის ოქროს ვარსკვლავის (I ხარისხი) ორდენებით. დაკრძალულია თბილისში, კალოუბნის წმინდა გიორგის ეკლესიის საგვარეულო აკლდამაში. მ. გოგიტიძე.