ერისთავი რევაზ

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ერისთავი რევაზ შალვას ძე (1827, სოფ. ოძისი, ახლანდ. დუშეთის მუნიციპალიტეტი, – 1899), პოეტი, მთარგმნელი. XIX ს. 50–60-იან წლებში თანამშრომლობდა ჟურნ. “ცისკართან”. პოპულარული იყო მისი ლექსები “ბიძაჩემს ყაფლანს” და “ყაფლან ორბელიანს”. ე-მა თარგმნა ა. პუშკინის, მ. ლერმონტოვის, ვ. ჟუკოვსკის ნაწარმოებები. ი. კოზლოვის პოემის “შეშლილის” ერისთავისეული თარგმანი მკაცრად გააკრიტიკა ი. ჭავჭავაძემ (“ცისკარი”, 1861, N4), რითაც დაიწყო “მამებისა” და “შვილების” ბრძოლა. ე-ის წერილს “პასუხი თავადი ილია ჭავჭავაძის კრიტიკისა” (“ცისკარი”, 1861,N#5) ი. ჭავჭავაძე გამოეხმაურა სტატიაში “პასუხი” (“ცისკარი”, 1861, N6). ნ. ალანია.