ერისთავი რომანოზ

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ერისთავი რომანოზ გიორგის ძე, XVIII ს. I ნახევრის საეკლესიო მოღვაწე, მიტროპოლიტი, მწერალი. არაგვის ერისთავთა შთამომავალი. მოღვაწეობდა დავითგარეჯაში, სადაც ბერად აღიკვეცა. XVIII ს. 20-იან წლებში ცხოვრობდა მოსკოვში, დონის მონასტერში. დაკრძალულია დავითგარეჯაში. ე-ს ეკუთვნის საგალობელი დოდო გარეჯელზე, ამავე წმინდანისადმი მიძღვნილი ჰაგიოგრაფიული თხზულება – სვინაქსარული ცხოვრება; კომპილაციური ხასიათის წიგნი “წინწილი ღაღადებისა”, რ-შიც თავმოყრილია გამოკრებილი ადგილები სახარება-სამოციქულოდან და დავითნიდან და სხვ. წყარო: ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, წგ. 4, თბ., 1968. ლიტ.: გაბიძაშვილი ე., რომანოზ ერისთავი და მისი უცნობი თხზულება, კრ.: მრავალთავი, [ტ.] 2, თბ., 1973; კეკელიძე კ., ძველი ქართული მწერლობის ისტორია, ტ. 1, თბ., 1951; ქავთარია მ., დავით გარეჯის ლიტერატურული სკოლა, თბ., 1965; მისივე, ძველი ქართული პოეზიის ისტორიიდან, XVII–XVIII სს., თბ., 1977. მ. ქავთარია.