ერისთავი სტეფანე

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ერისთავი სტეფანე დავითის ძე (1740, რუსეთი, – 24. I. 1804, იქვე), რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-ლეიტენანტი (დაახლ. 1803), არაგვის ერისთავთა საგვარეულოდან. 1796 მიენიჭა გენ.-მაიორის წოდება. მსახურობდა პავლე ციციანოვთან ერთად, ქართვ. გრენადერთა პოლკში. შემდეგ იყო უსტ-კამენეგორსკის ციხესიმაგრის (ყაზახეთი) კომენდანტი. მ. გოგიტიძე.