ერისთავი შანშე

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ერისთავი შანშე (პავლე) იასეს ძე (1765–1831), რუსეთის იმპერიის არმიის პოლკოვნიკი. ქსნის ერისთავთა საგვარეულოდან. დ. შ. ერისთავისა და ე. შ. ერისთავის მამა. იყო გიორგი XII-ის ე-ში კაღასბაში. 1800-იდან მსახურობდა დიდი შულავერის მოურავად. 1803-იდან ბორჩალოს მაზრის თავად-აზნაურთა წინამძღოლი იყო. 1811 პირადად შეაიარაღა 200 კაცი და მოქმედებდა რუსებთან ერთად ლეკების წინააღმდეგ. ორჯერ აირჩიეს თბილ. მაზრის თავად-აზნაურთა წინამძღოლად. ერთგული სამსახურისათვის რუს. იმპ. პავლე I-მა დააჯილდოვა ბრილიანტებით მოჭედილი ოქროს საათით და სათუთუნეთი, ალექსანდრე I-მა კი – ოქროს ხმლით და წმ. ანას II ხარისხის ორდენით. მ. გოგიტიძე.