ერისთავი (ერისთვისშვილი)

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ერისთავი (ერისთვისშვილი) ელიზბარ გიორგის ძე (1738–1813), პოეტი და პოლიტიკური მოღვაწე. იყო ერეკლე II-ის პოლიტიკის წინააღმდეგი, რისთვისაც ქართლიდან გააძევეს. ბესიკთან ერთად დიდი გავლენით სარგებლობდა იმერეთის სამეფო კარზე. სოლომონ II-ის დროს იძულებული გახდა იმერეთი დაეტოვებინა. ე. ბესიკის სკოლის წარმომადგენელია. მის ლექსებში გამოხატულია სოც. და პოლიტ. პრივილეგიების დაკარგვით გამოწვეული სევდა. მისი პოეტური მემკვიდრეობა დაცულია ხელნაწერების სახით. ლიტ.: რუხაძე ტ., ძველი ქართული ლირიკის ისტორიიდან, თბ., 1954. გ. მიქაძე.