ერისთავ-წერეთელი ეკატერინე

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ერისთავ-წერეთელი ეკატერინე ივანეს ასული (დ. წ. უცნობია, სოფ. ქვეში, ახლანდ. გორის მუნიციპალიტეტი, – 4. XII. 1870, იქვე, დაკრძალულია იკორთის ტაძარში), პოეტი. განათლება მიიღო ოჯახში. მისი ლექსები იბეჭდებოდა “ცისკარში” (1852–73). უმეტესობა გამოქვეყნდა ავტორის გარდაცვალების შემდეგ: “უსტარი თ. გ. ერის(თავს)”, “ახალი დრო”, “ბორჯომზედ”, “თეთრო, სპეტაკო, ლამაზო”, “მუზნო მომართეთ”, “ალბომში”, “ოცნება” და სხვ. ე.-წ-ის ლირ. თხზულებანი, მიძღვნანი და საალბომო ლექსები ეპოქის დამახასიათებელი, სალონური, სუბიექტური განცდებითაა აღსავსე. გადმოსცემენ იმ დროის საზ. და პოლიტ. ვითარებას (“კნ. მანანა ორბელიანის პორტრეტს”, “ვორონცოვის ძეგლს”). ლიტ.: მეგრელიძე ი., წარწერები და სხვა სიძველეები იკორთაში, «მოამბე», 1963, N3; ნანიტაშვილი ლ., ჟურნალ “ცისკრის” პოეტები, თბ., 1967; ხუციშვილი ს., ქართველ მოღვაწეთა ნეკროპოლი, თბ., 1961. ს. ხუციშვილი.