ერისტოვი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბ ერისტოვი (ერისთავი).png

ერისტოვი (ერისთავი) ბესარიონ სარდიონის ძე [24. I (6. II). 1905, თბილისი, – 11. XI. 1975, მოსკოვი], ინჟინერ-ჰიდროტექნიკოსი. პროფესორი (1963), ტექ. მეცნ. დოქტორი (1968), რუს. დამს. მშენებელი (1970). II მსოფლიო ომის მონაწილე, პოლკოვნიკ-ინჟინერი. დაამთავრა ლენინგრადის მიმოსვლის გზათა ინჟინრების ინ-ტი (1928). მონაწილეობდა რიონჰესის, დნეპრჰესი I-ის, ნოვოსიბირსკის ჰესის, ხრამჰესის (სტალინური პრემია, 1951), დნეპრჰესი 2-ის და თურქმენეთის მთავარი არხის მშენებლობაში. 1963-იდან იყო მოსკ. ვ. კუიბიშევის სახ. საინჟ.-სამშ. ინ-ტის ჰიდროტექ. სამუშაოთა კათედრის გამგე. მისი სამეცნ. შრომები ეხება უმთავრესად ჰიდროტექ. მშენებლობის საკითხებს. თანამშრომლობდა “თბილჰიდროპროექტთან”, “საქჰიდროენერგომშენთან” და ნაგებობებისა და ჰიდროტექ. დანადგარების საქართველოს სამეცნ.-კვლ. ინ-ტთან. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები. თხზ.: Производство гидротехнических работ, М. , 1970 (თანაავტ.). ლიტ.: Чоговадзе Г. И., Выдающийся ученый – В. С. Эристов, Тб., 1982