ერისწყალი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ერისწყალი, დიდი ერისწყალი, მდინარე დას. საქართველოში, გალის მუნიციპალიტეტში. ოქუმის მარცხ. შენაკადი. სიგრძე 75 კმ, აუზის ფართ. 296 კმ 2. სათავე აქვს ოხაჩქუეს კარსტული მასივის სამხრ.-აღმ. კალთის ძირში, ზ. დ. 800 სიმაღლეზე. გამოედინება ერთიშის მთიდან, ამიტომ ეწოდებოდა ერთიშწყალი, რაც დროთა განმავლობაში ე-ით შეიცვალა. საზრდოობს წვიმისა და მიწისქვეშა კარსტული წყლით. გაზაფხულზე იცის ხანმოკლე წყალდიდობა, წელიწადის სხვა დროს – წყალმოვარდნები. საშ. წლ. ხარჯი 12,0 მ 3/წმ. ე-ის შენაკადებია რთომისწყალი, პატარა ერისწყალი, რეჩხი და სხვ. ე-ზე, სოფ. რეჩხთან, აგებულია გალის წყალსაცავი. ი. აფხაზავა.