ერის დიდება

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

`ერის დიდება~ (Grandeur de la Nation), ჟურნალი, გამოდიოდა პარიზში 1953–58 სულ გამოვიდა ექვსი ნომერი (1953 – N1, N2; 1954 – N3, N4; 1958 – N5, N6). ჟურნალს რედაქტორობდა ა. მანველიშვილი. `ე. დ.~ აქვეყნებდა მასალებს პოლიტიკის, მეცნიერების, ხელოვნების შესახებ. მასთან თანამშრომლობდნენ: ე. მაყაშვილი, ა. მანველიშვილი, ვ. ნოზაძე, შ. კალანდაძე. ჟურნალის სრული კომპლექტი დაცულია თსუ-ის ქართ. ემიგრაციის მუზეუმსა და გ. შარაძის კერძო კოლექციაში.