ერიციანი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ერიციანი (ერიცოვი) ალექსანდრე დავითის ძე (24. X. 1841, თბილისი, – 21. II. 1902, იქვე), სომეხი ისტორიკოსი, არქეოლოგი. სწავლობდა თბილ. ნერსესის სას.-საერო სასწავლებელში, შემდეგ – რუს. გიმნაზიაში. 1866–67 გ. ტ. ალექსანდრიანთან ერთად გამოსცემდა გაზეთ “ვაჭარაკანს” (ვაჭარი). თანამშრომლობდა თბილისში გამომავალ სომხ. ჟურნალ-გაზეთებთან: “კრუნქ ჰაოც აშხარჰ” (“სომხეთის ქვეყნის წერო”), “მეღუ ჰაიასტან” (“სომხეთის ფუტკარი”), აგრეთვე რუსულენოვან “Кавказ”-ში და სხვ. აგროვებდა და აქვეყნებდა XIX ს. კავკ. ხალხთა სოც.-ეკონ., ისტ. მასალებს. პერიოდულ გამოცემებში გამოქვეყნებული წერილებიდან ქართ.-სომხ. ისტ. ურთიერთობის თვალსაზრისით ყურადღებას იქცევს მისი წერილები: “ახტალის მონასტერი”, “გრაფ ლორის-მელიქიანის გვარტომობისათვის”, “თბილისელი სომხები და მისი სტატისტიკა” და სხვ. ეს უკანასკნელი, ფაქტობრივად, უერთდებოდა სომეხ პუბლიცისტ-პოლიტიკოსების ერთი ნაწილის მიერ გაშლილ იმ კამპანიას, რ-იც საქართველოში სომეხთა მექან. სიმრავლის შექმნით ცდილობდა ქართ. მიწებზე თავისი “ისტორიული უფლების მტკიცებას”. მათ აღწერეს ქართლ-კახეთის სომხებად მიჩნეული მოსახლეობა და სია ჟურნ. “მურჭში” (“ურო”) გამოაქვეყნეს, უწოდეს რა ამ მოსახლეობას “ვრაც ხოს ჰაიოც” ქართულად მოლაპარაკე სომხები. რამდენადაც მოკამათე სომხ. მხარისათვის მთავარი იყო თბილისსა და აღმ. საქართველოში სომეხთა სიჭარბის შთაბეჭდილების შექმნა, ყველა ტრიბუნიდან, ხელაღებით, უარყოფდნენ როგორც ქართვ. კათოლიკეების, ისე სომხ. სარწმუნოების მქონე ქართველთა კრებულის არსებობის ფაქტსაც კი. ე-ის წერილში სომხ. სარწმუნოების ქართველთა საზ-ბა მთლიანად იყო მიკუთვნებული სომხ. ეთნოსს. ლიტ.: Ерицев А., Раскопки на Дигомском могильнике, Труды Предвაрительного комитета V археологического съезда, М., 1879. გ. მაისურაძე.