ერმანი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ერმანი, ჯავის მუნიციპალიტეტის სოფლების შუა ერმანისა და ქვემო ერმანის გავრცელებული სახელწოდება. ე. მდებარეობს მდ. დიდი ლიახვის სათავეში, ისტ. მაღრან-დვალეთში. ქსნის ერისთავთა საგვარეულო მატიანე “ძეგლი ერისთავთა” (XIV ს.) სოფელს უწოდებს “ერემანის”, ხოლო ი. გიულდენშტედტი (XVIII ს.) – “ერემას”. შუა საუკუნეებში ე. მაღრან-დვალეთთან ერთად შედიოდა ქსნის საერისთავოს შემადგენლობაში. შემორჩენილია გვიანდ. შუა საუკ. ოთხკუთხა გეგმით ნაგები კოშკები. ე. მდიდარია მინერ. წყლებით. ჯ. გვასალია.