ერმანისწყალი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ერმანისწყალი, მდინარე ჯავის მუნიციპალიტეტში, ლიახვის მარცხ. მდგენელი (ერთვის სოფ. ზღუბირთან). სიგრძე 16 კმ, აუზის ფართ. 75 კმ 2. სათავე აქვს ხარულისა და ერმანის ქედების შესაყართან. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის მაის-ივნისში, წყალმცირეა ზამთარში. საშ. წლ. ხარჯი 3,16 მ 3/წმ. ი. აფხაზავა.