ერმანის ქედი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ერმანის ქედი, ქედი ჯავის მუნიციპალიტეტში, გერმუხის ქედის ჩრდ.-აღმ. მონაკვეთი, მწვერვალებს მანგაავცაგსა და ქნოღოს შორის, მდინარეების პატარა ლიახვისა და ერმანისწყლის (ლიახვის მარცხ. მდგენელი) წყალგამყოფი. აგებულია ზედაიურული კირქვებით, მერგელებითა და მერგელიანი ფიქლებით. ე. ქ-ის კალთაზე შემორჩენილია მეოთხეული გამყინვარების ნიშნები: ცირკები, ტროგები და მორენები. კალთები და თხემი შემოსილია სუბალპ. და ალპ. მდელოებით. ს. ნემანიშვილი.