ერნი ნიკოლოზ

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ერნი ნიკოლოზ ფრანცის ძე (6. XII. 1879, თბილისის გუბერნია, – 19. VII. 1972, ასუნსიონი, პარაგვაი), რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი (1917), გერმანელ კოლონისტთა შთამომავალი. დაამთავრა თბილ. მე-2 გიმნაზია, ელიზავეტგრადის საკავალერიო იუნკერთა სასწავლებელი და გენშტაბის ნიკოლოზის აკადემია. 1916 მეთაურობდა სევერსკის (სომხეთი) დრაგუნთა მე-18 პოლკს. მონაწილეობდა I მსოფლიო ომსა (1914–18) და რუს. სამოქალაქო ომში (თეთრი მოძრაობა). შემდეგ ემიგრაციაში წავიდა პარაგვაიში, სადაც იყო სამხ. აკად. პროფესორი, პარაგვაის არმიის გენ.-ლეიტენანტი (დაახლ. 1930). მ. გოგიტიძე.