ეროვნული გვარდია

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ეროვნული გვარდია, 1. მოქალაქეთა შეიარაღებული ლაშქარი. პირველად შეიქმნა პარიზში, საფრ. დიდი რევ. (1789–99) დასაწყისში გენ. მ. ჟ. ლაფაიეტის მეთაურობით. 2. ტერიტ. სამხ. შენაერთები ჩრდ. და ლათინური ამერიკის, აფრიკის, ახლო და შუა აღმ. მთელ რიგ ქვეყნებში. მშვიდობიან დროს გამოიყენება საგანგებო სიტუაციებში საზ. წესრიგის დასამყარებლად, სახელმწ. დანიშნულების ობიექტების დასაცავად; საომარი მოქმედებების დროს – რეგულარული შეიარაღ. ძალების შესავსებად. საქართველოში ე. გ. შეიქმნა 1990 წ. 20 დეკემბერს, თუმცა საქართვ. დემოკრ. რესპ. არსებობის წლებში (1918–21) მოქმედებდა ე. გ-ის ტიპის შენაერთები (იხ. სახალხო გვარდია). 2000-მდე ე. გ-ში თავმოყრილი იყო საბრძოლო და სასწ. ქვედანაყოფები, ხოლო 2000-იდან აშშ-ის ევროპული სარდლობის რეკომენდაციებით მას ახალი ფუნქციები განესაზღვრა. 2004–06 სამხ. დოქტრინიდან გამომდინარე ე. გ-ის პრიორიტეტებია: შეიარაღ. ძალების რეზერვის მომზადება, საბრძოლო წვრთნების ორგანიზება და განხორციელება, საჯარისო მობილიზაციის ჩატარება, სამხ. ოპერაციების დროს მხარდამჭერი და უსაფრთხოების ოპერაციების ჩატარება (ზურგის ოპერაციები). საგანგებო სიტუაციების დროს სამოქალაქო ხელისუფლების მხარდაჭერა და ა. შ.