ეროვნული გმირი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ეროვნული გმირის ორდენი.jpg

ეროვნული გმირის ორდენი, საქართველოს უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო. დააწესა საქართვ. პარლამენტმა 2004 წ. 24 ივნისს. ე. გ. ო. გადაეცემა პირს საქართველოსთვის განსაკუთრებული, გამორჩეული გმირული ქმედებისათვის, საქართვ. უმაღლესი სახელმწ. წოდების – ეროვნული გმირის – მინიჭებასთან ერთად. საქართვ. ეროვნ. გმირის უმაღლესი სახელმწ. წოდება პირველად 2004 წ. 26 ივნისს მიენიჭათ აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავ-რეს, გენ.-მ. ჟ. შარტავას და კაპრალ ზ. დამენიას (ორივეს სიკვდილის შემდეგ). საქართველოს თავისუფლებისა და სუვერენიტეტის დაცვისას გამოჩენილი თავდადებისა და შეუპოვარი ბრძოლისათვის 2010 წ. 6 იანვ. ე. გ. ო-ით დაჯილდოვდა აშშ-ის სენატორი ჯ. მაკკეინი, 10 აპრილს – პოლონეთის რესპ. პრეზიდენტი ლ. კაჩინსკი (სიკვდილის შემდეგ). 2013 წ. 26 ოქტომბრის ბრძანებულებით საქართვ. ეროვნ. გმირებად იწოდებიან ზ. გამსახურდია, ე. თაყაიშვილი, მ. კოსტავა, გ. მაზნიაშვილი, გ. ფერაძე, მ. წერეთელი, ამბროსი (ხელაია). ე. გ. ო-ის ესკიზის ავტორია მხატვარ-ჰერალდიკოსი მ. გონგაძე (იხ. აგრეთვე სტ. ორდენები საქართველოსი).