ეროვნული სამეცნიერო ფონდი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ეროვნული სამეცნიერო ფონდი, საქართველოს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი, საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი, საჯარო სამართლის იურიდიული პირი. დაარსდა 2005 წ. 17 ივლისს საქართვ. პრეზიდენტის N653 ბრძანებულებით. ფონდის სახელმწ. კონტროლს ახორციელებს საქართვ. განათლებისა და მეცნ. სამინისტრო. ე. ს. ფ-ის ძირითადი მიზანია დაფინანსების გზით ხელი შეუწყოს საქართველოში მეცნ. განვითარებას.