ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მნიშვნელოვან მოვლენათა ქრონოლოგია. XIX–XX სს

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

1802 ქელმენჩურის შეთქმულე ბა. 1804 მთიულეთის აჯანყება. 1810 შეიარაღებული გამოსვლები იმერეთში. 1812 კახეთის აჯანყება. 1819–20 იმერეთის აჯანყება. 1825–26 პეტერბურგსა და მოსკოვში ჩამოყალიბდა საიდუმლო ორგანიზაციები. 1827 თბილისში შეიქმნა შეთქმულთა ცენტრი. 1832 შეთქმულება 1832 წლისა. 1841 გურიის აჯანყება. XIX ს. 60–70-იანი წწ. `თერგდალეულთა~ გამოსვლა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ასპარეზზე. 1892 ქუთაისში ჩატარდა `თავისუფლების ლიგის~ დამ ფუძნებელი ყრილობა. 1901 შეიქმნა სოციალისტ-ფედერალისტთა პარტია. 1914 შეიქმნა `საქართველოს და მოუკიდებლობის ეროვნული კომიტეტი~. 1917 დაარსდა ეროვნულ-დემო კრატიული პარტია. შეიქმნა `ინტერპარტიული საბჭო~. 26 მაისი 1918 გამოქვეყნდა საქართველოს დამოუკიდებლობის დეკლარაცია. 1921 სვანეთის აჯანყება. 1922 ხევსურეთის აჯანყება. შე იქმნა დამოუკიდებლობის კომიტეტი. 1924 აგვისტოს აჯანყება. პა რიზ ში დაარსდა ეროვნული პოლიტიკუ რი ორგანიზაცია `თეთრი გიორგი~. 1926 თბილისში შეიქმნა `თეთრი გიორგის~ პირველი კონსპირაციული ჯგუფი. 1928 თბილისში შეიქმნა `თეთ რი გიორგის~ მეორე კონსპირაციული ჯგუფი. 1941 შეიქმნა ორგანიზაცია `სამანი~. 1942 თბილისში დაარსდა `თეთრი გიორგის~ მესამე კონსპირაციული ჯგუფი. 1946 თბილისის სახელმწი ფო უნივერსიტეტის სტუ დენტებმა დააფუძნეს ეროვნული განმათავისუფ ლებელი ორგანიზაცია. 9 მარტი 1956 თბილისში საბჭოთა ჯა რის მიერ მშვიდობიანი დემონსტრანტების სისხლიანი დარბევა. 1976 საქართველოში და არსდა ლეგალური ოპოზიციური ორ გა ნი ზა ცია `საქართველოს ჰელსინკის ჯგუფი~. 14 აპრილი 1978 ხალხმრავალი დემონსტრაცია თბილისში ქართული ენის სახელმწიფოებრივი სტატუსის შესა ნარჩუნებლად. 12 ნოემბერი 1988 თბილისში, მთავრობის სახლთან, დაიწყო მასობ რივი სა პრო ტესტო გამოსვლები დამოუკიდებლობის აღდგენისა და საბჭოთა საოკუპაციო ჯარების გაყვანის მოთხოვნით. 9 აპრილი 1989 თბილისში მშვიდობიანი მომიტინგეების სი სხლიანი დარბევა. 28 ოქტომბერი 1990 საქართველოში გაიმართა მრავალპარტიული არჩევნები, რომელშიც გაიმარჯვა პარტიულმა ბლოკმა – `მრგვალი მაგიდა – თავისუფალი საქართვე ლო~. 1991 31 მარტს ჩატარდა საყო ველთაო სახალხო რე ფერენდუმი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის მოთხოვნით. 9 აპრილს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს I სესიაზე მიიღეს საქართველოს სა ხელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი. 26 მაისს ჩატარდა პრეზიდენტის პირდაპირი და საყოველთაო არჩევნები