ერტისი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ერტისი, სოფელი თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტის ბორბალოს თემში (ქვემო ქართლის მხარე), თრიალეთის ქედის სამხრ. კალთაზე, მდ. ბორბალოსხევის (ალგეთის აუზი) ნაპირას. ზ. დ. 820 , თეთრი წყაროდან 35 კმ. 319 მცხ. (2002). ე. წყაროებში XVI ს-იდან მოიხსენიება როგორც საგერმანოზაშვილო და საგოსტაშაბიშვილო სოფელი. ე. ვახუშტი ბატონიშვილს (XVIII ს.) დატანილი აქვს რუკებზე და მოხსენიებული აქვს ქვემო ქართლის სოფლების სიაში. ისტ. წყაროების მიხედვით დასახლებული იყო ქართვ. მოსახლეობით. შუა საუკუნეებიდან აღარაფერია შემორჩენილი. ამჟამად სოფლის მახლობლად დგას წმ. გიორგის ერთნავიანი ეკლესია. როგორც მისი დას. კარიბჭის ზემოთ მოთავსებული წარწერიდან ირკვევა, აგებულია 1862, ძვ. ეკლესიის ადგილზე, მისივე მასალის გამოყენებით. შიგნით რამდენიმე ისტ. პირის საფლავია, რ-თა წარწერებიდან ჩანს, რომ ეკლესია თურქესტანიშვილების საძვალე ყოფილა. სოფლის ჩრდ-ით, მაღალ ბორცვზე, გვიანდ. შუა საუკუნეების ერთნავიანი ეკლესიის ნანგრევია, სოფლის დას-ით – ნასოფლარი ტაგნაგეთი. წყარო: ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, თ. ლომოურის და ნ. ბერძენიშვილის რედ., თბ., 1941; ლორთქიფანიძე ი., ქვემო ქართლი XVIII საუკუნის I მეოთხედში, თბ., 1935; მასალები საქართველოს ისტორიული გეოგრაფიისა და ტოპონიმიკისათვის, თბ., 1964. ლიტ.: ციციშვილი ი., მატერიალური კულტურის ძეგლები ქვემო ქართლის ისტორიულ-არქეოლოგიური ექსპედიციის მასალების მიხედვით, «ძეგლის მეგობარი», 1980, N53.