ერუშეთის წყაროსთავი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ერუშეთის წყაროსთავი გუმბათოვანი ეკლესია X ს.png

ერუშეთის წყაროსთავი, გუმბათოვანი ეკლესია ხოზაფინის (კარწახის) ტბის სიახლოვეს (ამჟამად თურქეთის ტერიტ.), ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საეკლესიო ცენტრი. ისტ. ცნობებით, წყაროსთავში იყო საეპისკოპოსო კათედრა, წყაროსთაველი ეპისკოპოსი კი 40 მთავარ იერარქს შორის მე-14 ადგილს იკავებდა ერუშნელი ეპისკოპოსის წინ. ტაძარი VI ს. დასაწყისში უნდა იყოს აგებული ერისთავ მირდატის მიერ. მოგვიანებით ეკლესია დაინგრა და ბაგრატ III-ის დროს, X ს. ბოლოს, აიგო გუმბათიანი ეკლესია, რასაც ადასტურებს ტაძრის წარწერები. ძეგლი მთლიანად განადგურებულია. არსებობს მხოლოდ ე. თაყაიშვილის ექსპედიციის მასალები – რამდენიმე ფოტო და ნახაზი, ასევე ს. კლდიაშვილის რამდენიმე ჩანახატი. ლიტ.: ჯუანშერი, ცხოვრება ვახტანგ გორგასლისა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 1, თბ., 1955; გივიაშვილი ი., კოპლატაძე ი., ტაო-კლარჯეთი, თბ., 2004. თ. მარგველაშვილი.