ერქვანი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ერქვანი, 1. ერთ-ერთი უძველესი სახვნელი იარაღი; იყენებდნენ ანეულის გადასახნავად. შედგება მხრის, ხელნის, კბილას, ხმალასა და სახნისისაგან. გავრცელებული იყო უმთავრესად აღმ. საქართველოში. შემონახულია ქვემო ქართლში, ჯავახეთსა და მესხეთში; 2. თუშეთში, იმერეთში, გურიაში – გუთნის ხელნა-სახელური, რაზედაც ხვნის პროცესში გუთნისდედას ხელი ეკიდა და გუთანს მართავდა. ლიტ.: ჩიტაია გ., ეთნოგრაფიული მოგზაურობიდან აღბულაღის რაიონში, «საქართველოს მუზეუმის მოამბე», 1927, ტ. 4; ჯალაბაძე გ., აღმოსავლეთ საქართველოს სამიწათმოქმედო იარაღების ისტორიიდან, თბ., 1960. გ. ჯალაბაძე.