ერქვანია

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ერქვანია ზურაბ დავითის ძე (დ. 14. X. 1951, გაგრა), გენერალ-მაიორი (2000). 1974 დაამთავრა საქართვ. პოლიტექ. ინ-ტი, 1979 – მოსკ. საკავშირო სახელმწ. უშიშროების კომიტეტის უმაღლესი სასწავლებელი, 1991 – საზ. მეცნ. აკადემია (იქვე). სხვადასხვა დროს მუშაობდა კომკავშირულ და პარტიულ თანამდებობებზე. სოხუმის დაცემის შემდეგ იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავ-რე (1993–98), თავდაცვისა და უშიშროების საბჭოს თავ-რე, 1998-იდან – საქართვ. დაზვერვის სახელმწ. დეპარტამენტის თავ-რის მოადგილე. 2003-იდან თადარიგშია. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1999) და მედლებით. ლ. დოლიძე.