ერქომაიშვილი სერგო

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ერქომაიშვილი სერგო კირილეს ძე (29. III. 1908, სოფ. შემოქმედი, ახლანდ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, – 15. X. 1982, თბილისი), ზოოტექნიკოსი. სოფ. მეურნ. მეცნ. დოქტორი და პროფესორი (1954), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1959). 1929 დაამთავრა საქართვ. სას.-სამ. ინ-ტი აგრონომ-ზოოტექნიკოსის სპეციალობით და მუშაობა დაიწყო საქართვ. ცენტრ. ზოოტექ. სადგურში უმცროს მეცნ. თანამშრომლად. 1931–37 სხვადასხვა დაწესებულებაში ეწეოდა სამეცნ. საქმიანობას. 1937–82 მუშაობდა საქართვ. ზოოვეტ. ინ-ტში სას.-სამ. ცხოველთა კვების კათედრის გამგედ. ე-ის გამოკვლევები ეხება სარეწაო ცხოველების კვების მეთოდების შემუშავებას, აზოტნაერთებით საკვების გამდიდრების ტექნოლოგიას, პროტეინიან-ვიტამინიანი საკვების შენახვისა და ბაზის გაფართოება-გაუმჯობესების საკითხებს. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები. თხზ.: სასოფლო-სამეურნეო ცხოველთა კვების ნორმირება, თბ., 1947 [ყდაზე: 1948]; სილოსი და საკვების დასილოსება, თბ., 1949. ი. ხუციშვილი.