ერწახვი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ერწახვი, ერცახუ, მწვერვალი გულრიფშის მუნიციპალიტეტში, აფხაზეთის კავკასიონის მთავარ ქედზე. სიმაღლე ზ. დ. 3910 მ. აგებულია კამბრიულისწინა და ადრინდ. პალეოზოური კრისტ. ფიქლებით. ჩრდ. კალთა დამრეცია, სამხრ. – ციცაბო. ე-ის სამხრ. კალთის 2 მყინვარი ასაზრდოებს მდ. ჩხალთის (კოდორის მარჯვ. შენაკადი) მარცხ. შენაკადებს. დამახასიათებელია სუბნივალური და ნივალური ლანდშაფტი. ე-ის აღმ-ით მდებარეობს ამავე სახელწოდების მეორე მწვერვალი (3863 მ). ი. ძიძიგური.