ერწოს ტბა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ერწოს ტბა.jpg

ერწოს ტბა, ტბა აღმ. საქართველოში, ჯავის მუნიციპალიტეტში, მდ. ყვირილის სათავის მახლობლად, რაჭისა და ლიხის ქედების შესაყართან. მდებარეობს ტექტონ. ქვაბულში, ზ. დ. 1710 სიმაღლეზე. ზედაპირის ფართ. 0,31 კმ 2. მაქს. სიღრმე 19 , საშ. სიღრმე 2,1 . უკავია 4 კარსტული ძაბრი. საზრდოობს წვიმით და თოვლის წყლით. მაქს. დონე მაის-ივნისშია, მინ. – აგვ.-სექტ-ში. ზამთარში, თითქმის 5 თვის განმავლობაში, იყინება. ტბის წყლით საზრდოობს მდ. ერწოსწყალი (ყვირილის ერთ-ერთი მდგენელი). ტბის წყალი სუსტად მინერალიზებულია. ტბაში თევზი არ არის. ე. ტ. შეტანილია “საქართველოს წითელ წიგნში”. ი. აფხაზავა.