ერწოს უღელტეხილი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ერწოს უღელტეხილი, უღელტეხილი ჯავის მუნიციპალიტეტში, რაჭის ქედზე, მდინარეების ფაწის (ლიახვის მარჯვ. შენაკადი), ჯეჯორისა და ყვირილის (რიონის მარცხ. შენაკადები) სათავეებთან. სიმაღლე ზ. დ. 1790 . უღელტეხილის მიდამოები აგებულია მეზოზოური და მესამეული ინტენსიურად დანაოჭებული მასიური რიფული კირქვებით, მერგელებითა და ბაიოსური პორფირიტებით, შემოსილია სუბალპ. მცენარეულობით (წიფელი და არყი; დეკა და სუბალპური მდელოები). ე-ზე გადადის გორი–ონის საავტ. გზა. უხვთოვლიან ზამთარში იკეტება მცირე დროით. გ. მარგველანი.