ესაიაშვილი ვარლამ

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ესაიაშვილი ვარლამ გიორგის ძე (12. IV. 1910, ქუთაისი, – 13. IV. 1977, თბილისი), ისტორიკოსი. ისტ. მეცნ. დოქტორი (1959), პროფესორი (1961), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1967). 1933 დაამთავრა თსუ. 1941–45 იყო ქართ. საფრონტო გაზ. “წინ, სამშობლოსთვის!” რედაქტორი, 1954–60 – საქ. კპ ცკ-თან არსებული პარტიის ისტ. ინ-ტის დირექტორი, 1961-იდან – თბილ. ა. ს. პუშკინის სახ. პედ. ინ-ტის სკკპ ისტორიის, შემდეგ მეცნ. კომუნიზმის კათედრის გამგე. ე-ის მეცნ. კვლევის მთავარი თემა იყო ვ. ი. ლენინი და საქართველო. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.