ესაძე სპირიდონ

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ესაძე სპირიდონ იოსების ძე (1813, ოზურგეთი, – 6. IX. 1875, თბილისი), რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-მაიორი (1874). გენ. ს. ს. ესაძის მამა. 1835-იდან მსახურობდა ბრესტის ქვეით და ლიტვის ეგერთა პოლკებში. მონაწილეობდა ყირიმის (1853–56) ომში, იბრძოდა შავი ზღვის სანაპიროზე. მსახურობდა კავკ. კორპუსის შტაბში. 1860 გადაიყვანეს ჟანდარმთა ცალკე კორპუსში. 1863 მიენიჭა პოლკოვნიკის წოდება. 1865–75 იყო თბილ. გუბერნიის ჟანდარმერიის სამმართველოს უფროსი. დაჯილდოებულია წმ. ანას, წმ. სტანისლავის, წმ. ვლადიმირის სხვადასხვა ხარისხის ორდენებით. დაკრძალულია დიდუბის ღვთისმშობლის შობის ეკლესიის ეზოში. ლ. დოლიძე.