ესაძე სპირიდონ სპირიდონის

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ესაძე სპირიდონ სპირიდონის ძე (19. X. 1870 – 21. X. 1909, თბილისი), საქართველოს სამთამადნო წარმოების ისტორიის ერთ-ერთი პირველი მკვლევარი, პედაგოგი. რუს. არმიის ოფიცერი. სიმბირსკის კადეტთა კორპუსის დამთავრების შემდეგ სამსახური დაიწყო მიხეილის საარტ. სასწავლებელში (1888). 1894 მიენიჭა პოდპორუჩიკის ჩინი. 1894–97 სწავლობდა მიხეილის საარტ. აკადემიაში, რ-ის დამთავრების შემდეგ (1897) მსახურობდა კავკასიაში განლაგებულ სამხ. ნაწილებში. 1899 დანიშნეს თბილ. საარტ. სახელოსნოს უფროსის თანაშემწედ. ასწავლიდა თბილ. და ირკუტსკის იუნკერთა სასწავლებლებში. იყო თბილისში უფასო ზოგადსაგანმან. კურსების ერთ-ერთი დამაარსებელი. ავტორია სამხ.-სასწ. დაწესებულებებისათვის განკუთვნილი ფიზ. და მექან. სახელმძღვანელოებისა. თხზ.: Очерк истории горнозаводства на Кавказе. Деятельность графа Мусин-Пушкина и князя Цицианова при ведении горного производства в Грузии. Сост. С. Эсадзе, под ред. начальника Кавказского горного управления К.Ф. Ругевича, Тфл., 1903. ლიტ.: С. С. Эсадзе (Некролог), გაზ. «Тифлисский листок», 1909, 21 окт. ო. ჟორდანია.