ესებუა დავით

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დ ესებუა.png

ესებუა დავით ესტატეს ძე (4. II. 1908, ფოთი,– 7. IV. 1973, თბილისი), მსახიობი. საქართვ. დამს. არტისტი (1948). 1938 დაამთავრა თბილ. შოთა რუსთაველის სახ. სახელმწ. აკად. თეატრთან არსებული დრამ. სტუდია. 1940-მდე იყო ამავე თეატრის მსახიობი, 1940-იდან – მუს. კომედიის თეატრის (ახლანდ. თბილ. ვ. აბაშიძის სახ. მუს. და დრამის თეატრი) ერთ-ერთი წამყვანი მსახიობი. გამოირჩეოდა გარდასახვის განსაკუთრებული ნიჭით, ვოკალური მონაცემებით, სცენური მომხიბვლელობით, შესანიშნავად გრძნობდა რეპერტუარის ჟანრულ თავისებურებებს. შექმნა მრავალი დასამახსოვრებელი სცენური სახე, მ. შ.: ედვინი (რ. ფრიმლისა და ჰ. სტოტჰარტის „როზმარი“), ლორანი (ა. ოდრანის „ნატვრისთვალი“), ბარტოლუსი (ჯ. ფლეჩერის „ესპანელი მღვდელი“), რაჯამი (ი. კალმანის „ბაიადერა“), გრიგოლი (ზ. ანტონოვის „მზის დაბნელება საქართველოში“), ლევანი (ვ. ცაგარეიშვილის „სამთა სიყვარული“), ასქერი (უ. ჰაჯიბეკოვის „არშინ მალ-ალან“), ნუგზარი (ა. კერესელიძის „თბილისის ცის ქვეშ“) და სხვ. გამოდიოდა ესტრადაზეც. მნიშვნელოვანი როლი შეასრულა როგორც მუს. კომედიის თეატრის, ისე ქართ. ესტრადის განვითარებაში.